მიწოდება

ზოგადი წესები და პირობები

Comforti.Ge გთავაზობთ პროდუქციის მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

ბათუმში მიწოდებისას 100-ლარამდე შენაძენს ემატება 5 ლარი, ხოლო 100-ლარს ზემოთ შენაძენების მიწოდება ბათუმში უფასოა.

რეგიონებში მიწოდებისას ფასი ( გარდა უფასო მიწოდებისა ) დამოკიდებულია პროდუქტის: რაოდენობაზე, მოცულობასა და წონაზე. ( ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული გამონაკლისების გარდა ) ფასი დგინდება ინდივიდუალურად და შესაძლებელია ტრანსპორტირების თანხაზე მოლაპარაკება კლიენტთან. თუ პროდუქტის აღწერაში მითითებულია, რომ პროდუქტის მიწოდება უფასოა მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენი კურიერი ნივთს ადგილზე უფასოდ მოგაწვდით ყოველგვარი გაძვირების გარეშე თუ რათქმაუნდა არ გამიყენებთ ექსპრეს მიწოდების სერვისს 🙂 .

რეგიონებში ტრანსპორტირების სტანდარტული ტარიფები:

  • 150-ლარამდე შენაძენებზე – 5-10 ლარი (ფასი მანძილის მიხედვით)
  • 150-დან 500-ლარამდე შენაძენებზე – 10-15 ლარი (ფასი მანძილის მიხედვით)
  • 500-დან 1000-ლარამდე შენაძენებზე – ღირებულების 1-დან 3-მდე % (ფასი მანძილის მიხედვით)
  • 1000-დან 2000-ლარამდე შენაძენებზე – ღირებულების 1-დან 2,5-მდე %(ფასი მანძილის მიხედვით)
  • 2000-ლარს ზემოთ შენაძენებზე – ღირებულების 1.5-დან 2-მდე % (ფასი მანძილის მიხედვით)

ბათუმში მიწოდება ხორციელდება 24 სთ-დან 36 სთ-მდე ხოლო რეგიონებში 2 სამუშო დღიდან 5 სამუშაო დღემდე.

  • ბანკის მიერ მიღებული, დამტკიცებული და მომხმარებლის მიერ დადასტურებული(ხელმოწერილი) განვადება არ ექვემდებარება გაუქმებას (შესაძლებელია მხოლოდ ნივთის გადაცვლა საწარმოო წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, რომლისთვისაც მომხმარებელს მინიჭებული აქვს უფლება სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კერძოდ ნაკლიანი ნივთის მიწოდების შემთხვევაში მყიდველს 7 დღის ვადაში შეუძლია მოითხოვოს ნივთის შეცვლა უნაკლოთი, ან თუ ნაკლი უმნიშვნელოა, მოითხოვოს ფასდაკლება. მსგავს შემთხვევაში თანხობრივი სხვაობა დაუბრუნდება კლიენტს ან მისივე სურვილით შესაძლებელია ამ თანხით სხვა ნივთის შეძენა და გაგზავნა. იმ შემთხვევაში თუ კლიენტს თანხა გადახდილი აქვს აქვს და ვერ ხდება ნივთის მიწოდება დათქმულ დროსა და ვადაში, კლიენტს უფლება აქვს მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება.
  • ტელეფონით მიღებულ და დადასტურებულ შეკვეთას თანაბარი იურიდიული ძალა აქვს, როგორც ინტერნეტით ვებ. გვერდიდან ან სხვა წერილობითი ფორმით მიღებულ შეკვეთას.